უცხოეთი
გრიგორი კარასინი: „მოსკოვისა და თბილისის კონტაქტები უმაღლეს დონეზე შესაძლებელია“

1karas-zar-2-anსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. რუსეთ-საქართველოს ხელმძღვანელებს შორის კონტაქტების პერსპექტივა მაღალ და უმაღლეს დონეებზე ნარჩუნდება, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.

პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, თუმცა იმისათვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა კარასინმა 14 მაისს რია ნოვოსტისთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რფ-თან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან ერთად მორიგ შეხვედრას პრაღაში ივნისის შუა რიცხვებში გეგმავს.

ჩვენ უწინდებურად მიგვაჩნია, რომ მაღალი და მით უმეტეს უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. სწორედ უფრო მაღალი დონის კონტაქტებისთვის შესაბამისი აუცილებელი ნიადაგის მომზადებით ვართ დაკავებული აბაშიძესთან ერთად ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.