შსს აკადემიამ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა
საქართველო, 15 მაისი,
საქინფორმი. შსს-ს საკალთბურთო გუნდმა
„შსს აკადემიამ“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „
ბათუმი“ დიდი უპირატესობით, ანგარიშით
106:84 დაამარცხა. შსს-ს გუნდმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგო და საბოლოოდ 22-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.
თამაშში „შსს-აკადემიის“ მოთამაშეთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ცინცაძე, 17 ქულა დააგროვა გიორგი შარაბიძემ, 15 ქულა ჰქონდა ბექა ჩიკვილაძეს, ხოლო ნიკა მეტრეველმა და აკაკი ლომოურმა 14-14 ქულა მოაგროვეს; მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. გუნდის მწვრთნელის, კოტე ტუღუშის განცხადებით, გუნდი მაქსიმალურად არის მობილიზებული და ფინალისკენ მიზანმიმართულად მიიწევს.