სამართალი
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

1Skola-samart-2საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვივნენ, სადაც მათ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ბერიძემ უმასპინძლა.

სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრნენ. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კინოლოგიის სამსახური, გაეცნენ კვალის და სუნის აღების საშუალებებს, დაესწრნენ თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის და გამოძიების სიმულაციურ თამაშში.

ზემოაღნიშნული პროგრამა ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.