შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
საქართველო, 15 მაისი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის ნასამართლევი აზერბაიჯანის მოქალაქე
შოთა მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ბრალდებით რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სპორტული ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული 85 000 აშშ დოლარი იყო. ასევე ამოღებულია ბრალდებულის მიერ რეალიზებული 681,29 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 441,636 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.