საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: „საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის შეხვედრის მომზადება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს“

1abaSiZe-saz-2-an-5საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ასე გემოეხმაურა გრიგორი კარასინის განცხადებას პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

ის, რომ ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა ადრე თუ გვიან უნდა შედგეს, ამის შესახებ გაკეთდა კომენტარები ადრე, როგორ მოსკოვში, ისე თბილისშ. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ თუკი ასეთი შეხვედრა მომზადდება, ძალიან დეტალურად აუცილებლად ის ორიენტირებული უნდა იყოს, რეალურ შედეგებზე. მხედველობაში ჩვენ გვაქვს აფხაზეთის კონფლიქტი, ცხინვალის რეგიონი და ის, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუკი მოხდება ეს აუცილებლად სასიკეთო უნდა იყოს ქვეყნისთვის და მხოლოდ ასე ექნება მას აზრი. მაგრამ ვიმეორებ, რომ ჯერ რაღაც პრაქტიკული მუშაობა, ან რაღაც ნაბიჯი ასეთი შეხვედრის მოსამზადებლად არ გადადგმულა არც პრაღაში, არც ჟენევაში, ზოგადი განცხადებებით შემოვიფარგლებით ჯერ მხოლოდ", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ხელისუფლების მაღალი დონის ურთიერთობის პერსპექტივა ყოველთვის არის, „მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო.“