საზოგადოება
საგარეო უწყება ერისიმედში ქართველების გადაადგილების შეზღუდვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

erisimediსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში საქართველოს მოქალაქეების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ეს საგარეო უწყების უშუალო კომპეტენცია არ არის და არც დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობს.

„ეს სოფელი დელიმიტაციის ფარგლებში აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს. თუ გადაადგილებაზე შეზღუდვები არსებობს, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ტერიტორია სადავოა. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ,“ - აღნიშნა ნინო კალანდაძემ და იქვე დასძინა, რომ დელიმიტაციის საკითხზე მხარეებს შორს მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.