პოლიტიკა
„საქართველო–გერმანიის ურთიერთობებს განვიხილავ ორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითად“

1-atnaSenia-polit-1საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (KFW) დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, EBRD-ის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

აღინიშნა, რომ გერმანიის მიერ, ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 465 მლნ ევრო გრანტისა და შეღავათიანი სესხის სახით.  მიმდინარეობს 7 პროექტი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში, რომელთა მოცულობა შეადგენს დაახლოებით 192 მლნ ევროს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დელეგაციას წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.