სამართალი
თამარ კორძაიამ "ქართული ოცნება" დატოვა და „რესპუბლიკელებში“ წევრიანდება

1-korZaia-samart-3საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. დეპუტატი თამარ კორძაია ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრი აღარ არის. პარლამეტში შესული განაცხადის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91- ე მუხლის მე-5-ე პუნქტის შესაბამისად, თამარ კორძაია, პირადი განცხადების საფუძველზე, აღარ ირიცხება ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრად.

საპარლამენტო ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კორძაიამ ფრაქცია ,,რესპუბლიკელებში" გაწევრიანების სურვილით გამოთქვა. „თამარ კორძაია იყო უმრავლესობაში და რჩება უმრავლესობაში. საკუთარ პოლიტიკურ მომავლას ის უკავშირებს ,,რესპუბლიკურ" პარტიას. მან დაწერა განცხადება ფარქციაში შემოსვლის სურვილით. ფრაქცია ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესია", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.