შს მინისტრმა ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა
საქართველო, 14 მაისი,
საქინფორმი. ვახტანგ გომელაურმა ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„
მე მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო ისევ, ძალიან საშინელი რაღაც მოხდა, ძალიან დიდი უბედურება, გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთება ალბათ თუ საიდან მოხდა ხანძარი, კერა საიდან გაჩნდა და ვისი ბრალეულობა იყო ეს, თვითონ სასტუმროს ადმინისტრაციის ბრალი იყო თუ თვითონ დამსვენებლების ბრალი იყო. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა, გამოძიება მიმდინარეობს",- განაცხადა გომელაურმა.