აქტუალური
ხიდაშელი: „ნატო-ში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით, გაუგებრად მოლოდინებს არ გავზრდით“

1-srok-aqtual-2საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. ხიდაშელის თქმით, ყოფილი ხელისუფლება ქმნიდა წარმოუდგენელ და გაუგებრად გაზრდილ მოლოდინებს, რაც არასწორი იყო.

ქართველები ყოველ დღე იღვიძებდნენ იმ მოლოდინით, რომ ხვალ დილით ნატო- წევრები გავხდებოდით და შემდეგ ის დღე რომ ღამდებოდა, გაბრაზებულები იძინებდნენ რატომ არ გავხდით იმ დილით ნატო- წევრები. ამას ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს არც ერთი წამით", - განაცხადა ხიდაშელმა.

თვაის მხრივ, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება.