საზოგადოება
"ქართული ოცნება" - 24%, "ნაციონალური მოძრაობა" - 16 %; მარგველაშვილი - 19%, უსუფაშვილი - 18%, ბაქრაძე - 18%, ღარიბაშვილი - 16%: საქინფორმი წარუმატებლად ეძებს NDI-ს მიერ გამოკითხულებს...

1-ndi-saz-3-an-4საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. NDI-მ პოლიტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 27%-მა არ იცის, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდა ხმას. 24% კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, 16 % კი ნაციონალურ მოძრაობას.

NDI-ს გამოკითხვის მიხედვით გამოკითხულთა 87% მოწონებას პატრიარქი ილია II იმსახურებს. 52% მოსწონს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 51% კი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია.

45% მოსწონს პარლამენტის თავმჯდომარე და რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი. 44% მოწონებას იმსახურებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 40%-მა მოიწონა.

NDI-ს გამოკითხვებით მოქალაქეთა 19% კარგად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას. 54% კი საშუალოდ. გამოკითხულთა 18-18% კარგად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას. უსუფაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 51%, დავით ბაქრაძის საქმიანობას კი - 39%. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად 16% აფასებს, 52% - საშუალოდ.

იტყობინებიან, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

საქინფორმი ჯერჯერობით წარუმატებლად ეძებს NDI-ს მიერ რეალურად გამოკითხულ რესპონდენტებს, თუკი ასეთები არსებობენ (გარდა სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების თანამშრომლებისა), გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს რედაქციას ტელეფონზე: 790 830 700