საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ახალი აბრეშუმის გზა საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას - იყოს ევროპისა და აზიის უმოკლესი დამაკავშირებელი გზა“

1-put-sazog-1საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ  ოფისში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება, ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას - იყოს ევროპისა და აზიის უმოკლესი დამაკავშირებელი გზა. აღნიშნულ კონტექსტში საუბარი შეეხო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზების საკითხს, რომელზეც საქართველო უმაღლესი დონის სტუმრებს უმასპინძლებს.