უცხოეთი
საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. უკრაინის რკინიგზამ - „უკრზალიზნიცამ“ კრედიტორებს სახელმწიფო დაწესებულების ტექნიკური დეფოლტის შესახებ განუცხადა, - იუწყება უნიან-ი. „დღეს ჩვენს კრედიტორებს გარკვეულ საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით ტექნიკური დეფოლტის დაწყების შესახებ შევატყობინეთ. ასევე ვამცნეთ რესტრუქტურიზაციის მიმართულებებისა და მოცულობების თაობაზე, რომლის განხორციელებასაც „უკზალიზნიცა“ 2015 წლისათვის გეგმავს“, - განაცხადა სახელმწიფო მონოპოლიის ხელმძღვანელის მოვალეობების დროებით შემსრულებელმა მაქსიმ ბლანკმა.