უცხოეთი
The Seattle Times: „ინსტრუქტორები აშშ-დან: უკრაინელი სამხედროები ჯარისკაცებს უნდა დაემსგავსონ!“ - უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ის არმიის მედესანტეებთან
1-armia-zar-2-anსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მოქმედებების უნარ-ჩვევებს შეასწავლიან, მათი სამხედრო მომზადების სრულ არარსებობას აღნიშნავენ, - წერს ამერიკული გამოცემა. 6 თვეზე გათვლილი კურსი რამდენიმე ათეული გაკვეთილისგან შედგება, რომლებსაც აშშ-ის 300 ინსტრუქტორი ატარებს. ერთ-ერთმა ამერიკელმა ტრენერმა აღნიშნა, რომ ამერიკელ ინსტრუქტორთა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინელი სამხედროები ჯარისკაცებს დაამსგავსონ: ელემენტარული საბრძოლო უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ როგორც ახალწვეულებს, ისე რეგულარული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც რამდენიმე თვე აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაატარეს.