საზოგადოება
უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრები ქართული ნოტარიატის მიღწევებს, სანოტარო საქმიანობისა და კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეებს გაეცნენ.
დელეგაციის წევრებს დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. მოგვიანებით სტუმრები იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოინახულებენ.