„9 მაისს ძველ ვეტერანებთან მისალოცად ახალი ვეტერანები დილის 9 -ის ნახევარზე უკვე ვაკის პარკში ვიყავით. მოხუც ვეტერანებს საჩუქრები გადავეცით... ტრისტან წითელაშვილი შემხვდა. მივესალმე, მოვიკითხე და უკნიდან ისროლეს კიდევაც საღებავები, რომელიც მეც მომხვდა და წითელაშვილსაც.
... მერე გავიგე, სამამულო ომის ვეტერანებისთვისაც შეუსხამთ საღებავი. ორი მოხუცებული სულ გალუმპული ყოფილან საღებავში... გარეთ ტურისტების მოტოციკლეტები იდგა და ისინიც საღებავში ამოუსვრიათ. ეს რა საქციელია? ადამიანმა ეს როგორ უნდა იკადრო?!
... როგორც მითხრეს, სექტა რომ არის, „თავისუფალი ზონა“ თუ რაღაც რომ ქვია, ისინი ყოფილან... გადავედი ჭკუიდან, მკვდარი და ცოცხალი არ დავუტოვე იმდენი ვაგინე... ჩემდა გასაკვირად მათთან ირაკლი წერეთელიც იდგა, რომელმაც ათასი ბოდიში მომიხადა... წითელაშვილს ესროლეს და შემთხვევით შენც მოგხვდაო. რა უნდოდა „თავისუფალ ზონასთან” ერთად, გაკვირვებული ვარ.
...საღებავის შესხმისთვის არავინ დაუჯარიმებიათ... ისე, არავინ დაიჯეროს, რომ მაგათ რამე იდეა, ან ქვეყნის სიყვარული ამოძრავებთ“, - განაცხადა ზაზა ჩაჩუამ.