სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა პროექტ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ყარაჯალაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

1-proekt-samart-2საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში იძულებით ოჯახის შექმნის და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრის მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია 1 მაისიდან დაიწყო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.