სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმრო „დენიზი“-ს და აღნიშნული სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე რესტორნის ფართებს გარკვებული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა. ასევე დადგინდა, რომ სავაშ ე-ს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ქალბატონები პროსტიტუციისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა.