საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „31%- დასაფიქრებელია, საჭიროა პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია!“
1-konsolid-saz-3-an-4საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. „შედეგები ფრიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ნებისმიერი პროდასავლური ძალების დღის წესრიგი ამ მიმართულების – ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით, უნდა უფრო გააქტიურდეს. 31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მიმაჩნია, რომ საქართველოში იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ნათლად ხედავენ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას, ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტი კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.