საზოგადოება
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 33 500 ევრო დააკისრა

1-evro-sazog-2საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"ყველა არსებული სამხილის გათვალისწინებით, სასამართლო აცხადებს, რომ განმცხადებლებზე თავადასხმა 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფიბიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული მსვლელობის დროს წაქეზებული იყო იმათ მიერ, რომლებიც მტრულად არიან განწყობილები ლგბტ საზოგადოების მიმართ საქართველოში. უფრო მეტიც, აღნიშნულმა ძალადობამ, რომელიც ძირითადად სიძულვილის ენას და სერიოზული საფრთხის შექმნას, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას მოიცავდა, წარმოშვა შიში, მღელვარება და საფრთხე, რომელიც 13-მა განმცხადებელმა გამოსცადა", - წერია სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში.

სტრასბურგის სასამართლომ „იდენტობისა“ და 14 განმცხადებლის სასარგებლოდ რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. შედეგად მოპასუხე ქვეყანას საერთო ჯამში 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა ანაზღაურდეს.