საზოგადოება
ანი დარსალია: „სახეზეა გაორებული ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ ლენტების დაწვაში და ბაბუებზე ლენტების ჩამოხევაში არიან მაგრები“

1-ani-saz-1-an-2საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ახალგაზრდული მოძრაობა ,,თავისუფალი თაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანი დარსალია იმედის კვირის 10 მაისის  გადაცემაში ირაკლი ღლონტის გამოსვლას ეხმაურება:

„...ბატონი ღლონტი და კახა კუკავა ერთმანეთთან პოლიტიკურ კოალიციაში არიან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ ერთნაირი შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, აი, მაგალითად, გუშინიმედი კვირისსიუჟეტში კუკავა აფრიკის კანიბალებს ადარებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც გეორგიევსკის ლენტები ჩამოხიეს ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებს და არასრულწლოვნებს, ხოლო მისი თანამოაზრე და თანამებრძოლი ღლონტი ასეთივეკანიბალივით იქცევა, რადგან პირდაპირ ეთერში უმნიშვნელო ლენტს დასაწვავადიმეტებს“.

... ესეც რომ არა,  ბატონი ღლონტი   ყვავილებით ხელდამშვენებული თავადაც იმყოფებოდა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად  და ვეტერანებს პირადად ულოცავდა, ალბათ სწორედ ერთ-ერთმა ვეტერანმა უსახსოვრა ის ლენტიც, სახალხოდ რომ დაწვა“, - განაცხადა, კერძოდ, ანი დარსალიამ.