პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჰან ჩანგფუს შეხვდა
1-han-polit-3საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დადასტურა მზაობა, მიიღოს მონაწილეობა 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში”.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ქართული მხრიდან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური დაესწრნენ.