გია მურღულია ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა
წარმატებული მოღვაწეობისთვის ბრწყინვალების ორდენით დღეს თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია დაჯილდოვდა.
ის პირველი მასწავლებელია, რომელმაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეს ჯილდო მიიღო.
ჯილდო მას განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
30–წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, გია მურღულია სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა, არის მრავალი ნაშრომის, გამოცემისა და პროექტის ავტორი.