აქტუალური
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა

1-bagram-aqtual-2საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეული მონაწილეობდა.

სამხედრო სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ქართველმა ჯარისკაცებმა თვითმკვლელის აფეთქების შემდეგ, შიდა პატრულის ჯგუფების მოქმედებები, დაშავებულის ევაკუაციის პროცედურები და პოზიციების გაძლიერების სხვადასხვა მეთოდები დახვეწეს.

ქართული ქვედანაყოფისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურობის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.