უცხოეთი
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. საფრანგეთის ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს ჩინეთს რუსეთისათვის აგებული, „მისტრალის“ კლასის შვეულმფრენმზიდები, - წერს Want China Times.
ამ თემაზე მოლაპარაკებები შეიძლება შანხაის პორტში ორი ფრანგული ხომალდის ვიზიტის დროს გაიმართოს. ეს ხომალდებია Aconit (“ლაფაიეტის“ კლასის ფრეგატი) და Dixmude – „მისტრალის“ კლასის შვეულმფრენმზიდი.იტყობინებიან, რომ ჩინეთს საკუთარი, „მისტრალის“ ანალოგიური, სადესანტო ხომალდის შექმნის გეგმა აქვს, ხოლო რუსეთისთვის აგებული ფრანგული გემები ჩინელმა გემთმშენებლებმა შესაძლოა ნიმუშად გამოიყენონ.
უწინ დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ საფრანგეთს „მისტრალების“ გაყიდვა, რუსეთის ხელისუფლების უნებართვოდ, არ შეუძლია.