უცხოეთი
რფ-ის მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გასცა, უზრუნველყოფილი იქნეს ბაიკონურიდან აშშ-ის თანამგზავრის გაშვება

1-baikonur-zar-1საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. რფ-ის მთავრობამ განკარგულება გასცა, ბაიკონურის კოსმოდრომიდან უზრუნველყოფილი იქნეს ტელესაკომუნიკაციო დანიშნულების კოსმოსური აპარატი „ინტელსატ დიელეი-2“-ის (აშშ) გაშვება რაკეტა-გადამზიდით „პროტონ მ“, - იუწყება მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური საიტი.

კერძოდ, გათვალისწინებულია დახმარების აღმოჩენა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებისა და სახსრების მოზიდვით, უცხოელი სპეციალისტების დაშვება გაშვებასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, რომლებიც ბაიკონურის კოსმოდრომზეა განთავსებული“, - ნათქვამია ცნობაში.