შსს-მ სიღნაღში 16 527 ცალი საბრძოლო ვაზნა და უკანონო პისტოლეტი ამოიღო
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მოქალაქის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 16 527 ცალი საბრძოლო ვაზნა, „ტე-ტეს“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი 2 მჭიდით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 4 მჭიდი ამოიღეს.
ექსპერტიზის
დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.