სამართალი
ელიზა აბელაშვილი: „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის სახელით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს,ნათელში ამყოფოს უფალმა სამი ანგელოზი და გაძლების მისცეს ძალა მათ მშობლებს!“

1-eliza-sam-1-an-2საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის სახელით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს,ნათელში ამყოფოს უფალმა სამი ანგელოზი და გაძლების მისცეს ძალა მათ მშობლებს! - წერს ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის Facebook-გვერდზე ლიგის თავჯდომარე, აშშ-ში მცხოვრები ქალბატონი ელიზა აბელაშვილი.

„ეს ის მომენტია, როცა დუმილი შეუძლებელი ხდება ჩემთვის და ალბათ უამრავი ადამიანისთვისაც; არის კითხვები, რომელსაც პასუხი აუცილებლად გამოწვლილვით უნდა გასცეს გამოძიებამ. უსაფრთხოების ზომების დარღვევა, შენობის დაუშვებელი მასალით აგება - უკვე ვიცით; რჩება ერთი უსაშინლესი კითხვა, რომლის დასმას მაინც ყველა გაურბის, მაგრამ უნდა გაჟღერდეს და პასუხიც აუვილებლად უნდა მივიღოთ: ვინ ჩაკეტა ეს გარდაცვლილი ბავშვები გარედან ოთახში,რა მიზნით და ამის გამკეთებელი- რატომ არ უშვებთ,რომ დიდი ალბათობით ხანძრის გაჩენაზედაც წამსვლელი იყო?

გამოფხიზლდით, აქ ბევრი დეტალია,რომელიც ეჭვს იწვევს და კიდევ ვიმეორებ,შეიძლება სრულიადაც არ იყო უბედური შემთხვევა- საშინლად არასანდოა მეპატრონის პირველი სიტყვები და ძალიან საცნაურიც...“ - წერს ქალბატონი ელიზა.