აქტუალური
სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს რუსთავის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

1-moswavl-aqtual-3საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი), საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, რუსთავის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოზარდები სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურას და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს მესაზღვრეთა პირადი შეიარაღება და ტრანსპორტი. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მოსწავლეებს მესაზღვრის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახმელეთო საზღვრის ზოლი და სათვალთვალო კოშკურა.

პროექტის მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა.