აქტუალური
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ.
გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მთელ საქართველოს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ობიექტური გამოძიება დაადგენს.