საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, ხოლო 44%-თვის "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე ძლიერი ოპოზიციურ პარტიაა

1-NDI-saz-3-an-2საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31 პროცენტი აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, 41 პროცენტისთვის - არა, 27 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 65 % დადებითად აფასებს ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. 20 პროცენტისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 14 პროცენტს პასუხი არ აქვს. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, 68 პროცენტისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, 16 პროცენტისთვის - არა, ხოლო 16 პროცენტს პასუხი არ აქვს.

შეკითხვაზე, რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად საქართველოში, "ნაციონალური მოძრაობა" რესპოდენტთა 44%-მა დაახელა, მეორე ადგილზეა 6%-ით "თავისუფალი დემოკრატები", მესამეზე კი 5%-ით "პატრიოტთა ალიანსი".

გამოკითხულთა 2%-მა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად მმართველი პარტია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაასახელა. ასევე 23%-მა აირჩია კატეგორია - "არც ერთი", დანარჩენმა პასუხისგან ან თავი შეიკავა ან შემოხაზა კატეგორია "არ ვიცი".