საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა რვა გვარი და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა

1-daloca-sazog-2-relig-1საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. 10 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ესპანეთში მოღვაწე არქიმანდრიტი სერაპიონი (გრიგოლიშვილი) და მღვდელმონაზონი მირიანი (შენგელია) დააჯილდოვა.

პატრიარქმა იმ დღესვე რვა გვარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა.

კათალიკოს-პატრიარქის დალოცვას სამების საკათედრო ტაძარში სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე და რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

უწმიდესმა დალოცა სოფელი ასკანა, ასევე – ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლი “მერანი”.