სამართალი
მკვლელობა კახეთში

iaraghiშემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში, ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
გვიან ღამით ნასვამი ინგარ ქარიმოვი ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა. არასამუშაო საათების მიუხედავად, მან ოპერატორს - გურამ ბაგდასაროვს ბენზინის ჩასხმა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ მან გურამ ბაგდასაროვის გამოქომაგებისათვის სამი ახალგაზრდა - 24 წლის ილია პაპუაშვილი, 23 წლის მურად შანშაშვილი და 41 წლის ვაჟა ნატროშვილი ავტომატით ჩაცხრილა. ყველა დაღუპული ქვემო მაჩხაანელია. მძიმედ არის დაჭრილი ნიკოლოზ პაპუაშვილი. ის წნორის საავადმყოფოშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა მკვლელი უკვე დააკავეს.