რედაქტორისგან
„სამშობლო კვლავაც განსაცდელშია!“ - უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით პირველებმა ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა და საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა შეამკეს

1-gvirgv-pol-2-red-1საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. საქართველოს დედაქალაქში, გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე პირველი გვირგვინი ევრაზიის ინსტიტუტისგან იყო (ხელმძღვანელი - გულბაათ რცხილაძე). დიდი სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავზე, გვირგვინი ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან ერთად მიიტანეს, რომელმაც, კერძოდ, აღნიშნა:

„ჯერ კიდევ 10-15 წლის წინათ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ერთიანი სამშობლო დავკარგეთ და „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკების კუთხეებში დავიქსაქსეთ, ვერავინ ვერ ივარაუდებდა, რომ დღეს, დიდ სამამულო ომში ჩვენი საერთო დიადი გამარჯვების 70 წლისთავზე, დაიწყებოდა მისი შედეგების რევიზია, ხოლო ფაშიზმი კვლავ აღორძინდებოდა 21-ე საუკუნეში, თუმცა, უკვე არა გერმანიაში, არამედ, ჩვენთან - უკრაინაში, გმირ-ქალაქებში კიევსა და ოდესაში... ფაშიზმი თავს სწევს საქართველოშიც, სადაც გლეჯენ გეორგის ბაფთებს, ვეტერანები კი ქუჩებში ორდენების გარეშე სიარულს ამჯობინებენ...

ალბათ, არ არსებობს იმაზე საშინელი ცოდვა, ვიდრე წასულთა ხსოვნის შეურაცხყოფაა, თუმცა ორმაგად საშინელია, როცა საუბარია არა ბუნებრივი სიკვდილით თავის საწოლებში გარდაცვლილებზე, არამედ გმირებზე, შეგნებულად რომ გაიღეს თავისი სიცოცხლე ჩვენთვის - მათი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის, რათა ცხოვრებაში გამარჯვებულები და არა მონები ყოფილიყვნენ! ჩვენდა სამწუხაროდ, რომელთაგან ზოგიერთებიც ნაძირლები, მტრული პროპაგანდისგან თავბრუდახვეული გაუნათლებელი არამზადები აღმოჩნდნენ. ამიტომ, მოდი ამ დიდ დღესასწაულზე ნუ ვიქნებით მოკრძალებული და დღეს, 9 მაისს, ვაღიაროთ: სამშობლო კვლავაც განსაცდელშია!

რა თქმა უნდა, ზოგიერთები, ვისთვისაც დღესასწაული არა 9, არამედ 11 მაისია, როცა საქართველოში ნატოს წვრთნები დაიწყო, შეიძლება შემედავონ: აქაოდა, ახლა ჩვენ თანამემამულეები არ ვართო, ახლა სხვადასხვა სამშობლო გვაქვსო.

ვუპასუხებ: დიახ, სსრკ აღარ არსებობს, მაგრამ ხომ დარჩა ხალხი, წარმოშობით იმ ქვეყნიდან?! მე, მაგალითად, წარმოშობით სსრკ-დან ვარ: ჰოდა რა ვუყოთ ჩვენს პრინციპებსა და მეხსიერებას?! ჩვენ ასობით მილიონი ვართ, აი ფრონტზე წასული 700 ათასი ვეტერანიდან კი საქართველოში სულ ათასზე მეტი დარჩა. დადგება დღე, როდესაც ისინი საერთოდ აღარ იქნებიან, თუმცა სააკაშვილის დივერსიული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოველდღიურად გვინერგავს, რომ მათ ტყუილუბრალოდ დაღვარეს სისხლი დღეს არარსებული სამშობლოსა და „რუსი ოკუპანტებისთვის“.

არა, არ გამოვა! სანამ ცოცხალი იქნება თუნდაც ორი ჩვენგანი, ჩვენ თანამემამულენი ვიქნებით! მტერი ვერ გავა და გამარჯვებაც კვლავ ჩვენ დაგვრჩება ერთადერთი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია! მაშ, მოდი, დავიცვათ დღეს სამშობლო, როგორც ის დაიცვეს ჩვენმა წინაპრებმა - ჩვენმა ძვირფასმა ვეტერანებმა!“.