პუტინი: განსაკუთრებულობის იდეამ მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა
საქართველო, 11 მაისი,
საქინფორმი. ჰიტლერული ავანტიურა მთელი მსოფლიოსათვის საზარელ გაკვეთილად იქცა. ახლა ისტორია კვლავ მოგვიხმობს სიფხიზლისაკენ, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ განსაკუთრებულობის იდეამ ყველაზე სისხლისმღვრელი ომი გამოიწვია, - განცხადა რფ-ის პრეზიდენტმა
პუტინმა სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჰიტლერული ავანტიურა მსოფლიო თანამეგობრობისთვის საშინელ გაკვეთილად იქცა. მაშინ, გასული საუკუნის 30-იან წლებში ევროპამ მაშინვე ვერ დიანახა ნაციზმის იდეოლოგიის სასიკვდილო საფრთხე. და ახლა, 70 წლის შემდეგ, ისტორია კვლავ მოგვიხმობს გონიერებისა და სიფრთხილისაკენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასობრივი უპირატესობის იდეამ ყველაზე სისხლისმღვრელი ომი გამოიწვია“, - განაცხადა პუტინმა.