საზოგადოება
6-დან 11-დეკემბრამდე „ადამიანის უფლებათა“ კვირეული გაიმართება

humanrightsკვირეულის ფარგლებში, 6-8 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი შეხვდება ქუთაისისა და ბათუმის არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს, გააცნობს მათ 2010 წლის განმავლობაში სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშებსა და მათთან ერთად შეაფასებს 2010 წელს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ადამიანის უფლებათა დღე გაეროს ეგიდით ყოველწლიურად აღინიშნება. 2010 წელს ადამიანის უფლებათა დღე წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა დამცველების მიღწევებს მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ხელისუფლების პირდაპირ მოვალეობას, ხელი შეუწყოს მათი როლის განმტკიცებას. ეს დღე ასევე ემსახურება უფლებადამცველთა ახალი თაობის წახალისებას, რომ აღიმაღლონ ხმა და გადადგან ნაბიჯები დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, რა დროსაც და სადაც არ უნდა ჰქონდეს დისკრიმინაციის გამოვლინებას ადგილი.