საზოგადოება
თინა ხიდაშელი: „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიოსთვის დღესაც ისეთივე პრიორიტეტია როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ“

1-tina-sazog-3საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტთან ერთად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელ იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ომი არის ყველაზე უფრო დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ დაუშვას.

დღევანდელი დღე გვახსენებს სწორედ იმას, რომ ეს აღარ უნდა დავუშვათ და ყველა კეთილი ნების სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ. 21-ე საუკუნეში სხვა ფორმებით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების გარკვევა. ხელისუფლებისა და თავდაცვის მინისტრისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენს ქვეყანას ავარიდოთ მთავარი და ყველაზე დიდი საფრთხე. ამ გზაზე ჩვენი ხელისუფლება მიზანიმართულად მიდის 2.5 წელიწადია და გარწმუნებთ, რომ მცდელობას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებით იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდეს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.