გიორგი მარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველო, 11 მაისი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გიორგი მარგველაშვილი ვაკის პარკში საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმერლიშვილთან, გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით პატარაიასა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.