აქტუალური
ღარიბაშვილის მთავრობა დამტკიცებულია - "მთავრობას ვირჩევთ თუ რომის პაპს"?

1-doverie-aqtual-3საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. 9 მაისს, 2 საათსა და 23 წუთზე, ირაკლი ღარიბაშილის განახლებულ მთავრობას ნდობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუცხადა: მომხრე იყო 87,  წინააღმდეგი კი 38.

მთავრობაში სამი ახალი უწყების ხელმძღვანელია - თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას პრემიერმა განაცხადა: "ხალხი კითხულობს, მთავრობას ვირჩევთ თუ რომის პაპს". ღარიბაშვილის თქმით, ის ბედნიერია, რომ წარმოადგენს კოალიცია "ქართულ ოცნებას"და პატივი ერგო, იყოს საქართველოს პრემიერი. იგი გრძნობს უდიდეს პასუხიმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე და სურს, რომ ამასვე გრძნობდეს "ძვირფასი ოპოზიცია". „გვახსოვდეს რას დავუტოვებთ ქვეყანას და რა ღირებულებებს შევქმნით... მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, ჩვენს ოპონენტებს, კონკურენტებს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ვინაიდან თქვენ ჩვენ გვაძლიერებთ... ჩვენთვის მთავარია ანგარიშვალდებულება ერის და ქვეყნის წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.