„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ხელოვნურად ოპოზიციური ძალები ართულებენ, რომლებიც სააკაშვილის ბუდიდან არიან“
საქართველო, 11 მაისი,
საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
გრიგორი კარასინის განცხადებით, მოსკოვი თბილისთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს.
„მას შემდეგ, რაც 2012 წელს, სათავეში მოვიდა ახალი ხელისუფლება, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს და მის მომხრეებს, გადაწყდა, რომ ამ დიალოგს შესაძლოა ხელი შეეწყო პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისთვის“, - აცხადებს კარასინი, რომელიც
ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრებს დადებითად აფასებს.
კარასინის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები სააკაშვილმა გაწყვიტა და ახლა ურთიერთობებს ხელოვნურად ოპოზიციური ძალები ართულებენ, რომლებიც ლავროვის მოადგილის განცხადებით, სააკაშვილის ბუდიდან არიან. „ისინი საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ ეკონომიკურ სიტუაციას, როემლიც ახლა თბილისს აქვს, თუმცა მომავლისთვის მთავარია, რომ საქართველო გათავისუფლდა წინა ანტირუსული რეჟიმისგან, რომელიც ყველა უბედურებას ჩრდილო მეზობელში ხედავდა“. კარასინი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში ცუდი, ყველაფერს რუსეთს მიაწერენ. „ეს პოლიტიკური იდიოტიზმის ნიშანია, მით უმეტეს, თუ შენ ცხოვრობ პატარა ქვეყანაში, დიდი სახელმწიფოს გვერდით, რაციონალურად უნდა შეუხამო შენი გეოპოლიტიკური ინტერესები რეალურ ცხოვრებას“, - აცხადებს კარასინი.