აქტუალური
„ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძელით საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული მოლაპარაკებების დასრულება“, – განაცხადა აბდულაევმა.
იმის შესახებ, რომ SOCAR-ი საქართველოში, კერძოდ ყულევში, კარბამიდის ქარხნის მშენებლობას გეგმავდა, 2012 წელს გახდა ცნობილი. მაშინ აბდულაევმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უკვე გამოყო ადგილი საწარმოს მშენებლობისთვის, რომლის სიმძლავრეს 700 ათასი ტონისთვის უნდა მიეღწია. პროექტის საინვესტიციო ღირებულებად მინიმუმ 700 000 000 აშშ დოლარი სახელდებოდა.
2012 წლის სექტემბერში მშენებლობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და "სოკარ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ჩადეს.
„კომერსანტი“ ეკონომიკის სამინისტროსა და „სოკარში“ ცდილობს პროექტის შეჩერების მიზეზების დადგენას.