პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა

1-dvorec-polit-3საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის 12 ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ნაბიჯი წინ გადადგა; დღე, როდესაც 70 წლის წინ ჩვენმა გმირმა წინაპრებმა სამუდამოდ დაამარცხეს ფაშიზმი. პირველ რიგში ამ დღეს ვულოცავ და ქედს ვიხრი ჩვენი ვეტერანების წინაშე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად. დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებლობა მისცა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს, ეარსება როგორც ცივილიზებულ კაცობრიობას“, - განაცხადა მან.

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ვეტერანებს საზეიმო სადილით გაუმასპინძლდა.