პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა

1-pobeda-pol-2-mtსაქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური საზეიმო მიღებას, პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით, ვერ დაესწრო.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უმასპინძლეს.

პრემიერ-მინისტრის სახელით, ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ირაკლი შიხიაშვილმა მიულოცა. "მე ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვეტერანების თავდადება ყოველთვის იქნება ქართული მებრძოლი სულისა და თავგანწირვის ნათელი მაგალითი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.

1-pobeda-pol-2-qv