სამართალი
გორში „თავისუფალი ზონის“ აქცია დაარბიეს

1-zona-samart-3საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „თრიალეთი“ ავრცელებს გორში გადაღებულ კადრებს, რომელშიც ორგანიზაცია თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ ორგანიზებული აქცია დაარბიეს (ვიდეო იხ. აქ). ფიზიკური დაპირისპირება სტალის სახლ-მუზეუმთან მოხდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.