საზოგადოება
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

1-xanzariსაქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.

უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის - 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.

შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და მიიღონ სათანადო ზომები.  დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს“, - ნათქვამია, კერძოდ პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.