უცხოეთი
საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებზე, კერძოდ, ოთხ მებრძოლზე, ინფორმაციაში ჯილდოს სახით 20 მილიონ დოლარს იხდის.
როგორც უწყების ანგარიშშია აღნიშნული, 7 მილიონ დოლარამდე დაწესებულია აბდ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-კადულიზე ინფორმაციაში, 3-დან 5 მილიონ დოლარამდე კი სხვა ისლამისტ ლიდერებზე. რაც შეეხება ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაურ თარხან ბათირაშვილს, იგივე ომარ აშ-შიშანს, რომელიც პანკისიდანაა, მასზე 5 მილიონი დოლარია დაწესებული. გასულ წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილზე სანქციები დააწესა "ტერორიზმის წაქეზებისთვის" და საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეიყვანა.