სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
1-krtam-samart-3საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ესე ს. დააკავეს. ესე ს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის სახელით მოქალაქეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 402 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 3000 ლარი.  გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).