სამართალი
შსს-მ გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

1-killing-samart-2

საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა გელა . განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკებისას, გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელებს – გელა - და მის ძმას, ბადრი -ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადრი გ-ს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.  დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.