პოლიტიკა
როგორც კონგრესმენებმა განაცხადეს, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის ხელმძღვანელს, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრს, კონგრესმენ ჯო უილსონს და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის.