უცხოეთი
ვიაჩესლავ ჩირიკბამ და ჰერბერტ ზალბერმა ჟენევის დისკუსიის მოსალოდნელი რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს

1Cirik-zar-2საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. როგორც „აფსნიპრესი“ იუწყება, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერს შეხვდა. მხარეებმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჟენევის დისკუსიების ჩავლილი რაუნდის პრობლემები, ასევე  მოსალოდნელი რაუნდის ფორმატი და დღის წესრიგი“, - აღნიშნა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, რომლის თქმითაც, აფხაზური მხარისათვის პრიორიტეტულ თემებს, რომელთა გატანაც აუცილებელია ჟენევის დისკუსიის მოედანზე, წარმოადგენს უსაფრთხოება, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის აღდგენა, ასევე სავიზო პოლიტიკის საკითხები, სწავლა საზღვარგარეთ, აფხაზეთის რესპუბლიკის დოკუმენტების აღიარება.